English / ქართული / русский /
მარია ზუბიაშვილითამარ კილაძე
საწარმოთა დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვის სრულყოფა

ანოტაცია. წინამდებარე სტატია ეხება საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვის პრობლემებს, გადმოცემულია მათი სწორად აღრიცხვის მნიშვნელობა. გამოვლენილია მათ აღრიცხვაში ნაკლოვანებები და შემოთავაზებულია დავალიანებების აღრიცხვის სრულყოფისათვის რეკომენდაციები რეგისტრების წარმოების სახით სს „ქართული ლუდის კომპანია“-ს მაგალითზე. 

* * * 

საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწარმოთა ბუღალტრულ აღრიცხვაში აქტივებისა და ვალდებულებების ობიექტური შეფასებისათვის განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დებიტორული და კრედიტორული დავალიანების სწორად ასახვა. დებიტორული დავალიანება თავისი არსით არის სხვა ორგანიზაციების, მომუშავეების და ფიზიკური პირების დავალიანებები მოცემული საწარმოს მიმართ. დებიტორული დავალიანება წარმოადგენს მოთხოვნას კრედიტით მიწოდებაზე, რომელსაც პროცენტი არ ერიცხება [1]. დებიტორული დავალიანებები ყოველთვის განარიდებენ სახსრებს ბრუნვიდან, ხელს უშლის მათ ეფექტურად გამოყენებას, რის შედეგადაც საწარმოში იქმნება ფინანსური დაძაბულობა. მით უფრო, იგი უარყოფითად მოქმედებს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე, ამიტომ აუცილებელია მისი  ამოღების ვადების შემცირება.

კრედიტორული დავალიანება არის მოცემული ორგანიზაციის დავალიანებები სხვა ორგანიზაციების, მომუშავეების და ფიზიკური პირების მიმართ. დავალიანებების სწორად აღრიცხვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე, მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებზე და მისი ფინანსური მდგომარეობების ცვლილებებზე. გარკვეული ზომით კრედიტორული დავალიანება საწარმოსათვის სარგებლიანია, რამდენადაც მას ეძლევა შესაძლებლობა დროებით სარგებლობისათვის მიიღოს სხვა ორგანიზაციის კუთვნილი ფულადი სახსრები. კრედიტორული ვალდებულებები წარმოადგენენ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებით წარმოქმნილ მოკლევადიან ვალდებულებებს, ანუ კრედიტორულ დავალიანებებს [1].

დებიტორული და კრედიტორული დავალიანება დღეს არსებული ფულადი ანგარიშსწორების სისტემის უშუალო შედეგია, რომლის დროსაც ყოველთვის აქვს ადგილი დროის რღვევას საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემის მომენტიდან. სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში გადახდის შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს ინვესტიციური პროექტების შემცირება, ვალის აღების აუცილებლობა და შესაძლოა, გაკოტრებაც კი.

ამიტომ დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შიდა კონტროლის მნიშვნელობა ძალზე მნიშვნელოვანია: მისი დახმარებით შესაძლებელია ქონების დაცვის, აღრიცხვის ხარისხის და ანგარიშგების სისწორის უზრუნველყოფა, შესაძლებელია სამეურნეო სუბიექტების სამეწარმეო საქმიანობის ფინანსების სფეროში არსებული რეზერვების გამოვლენა და მობილიზაცია [3].

კონტროლის გატარებული ღონისძიებებით შესაძლებელია სამეურნეო სუბიექტის ხელმძღვანელებმა და მესაკუთრეებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია საფინანსო-ეკონომიკურ და სამეურნეო საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებების შესახებ, შესაძლებლობას იძლევიან სწორად შეფასდეს ფულადი და მატერიალური რესურსების ფაქტიური გამოყენება, ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის და ანგარიშგების მდგომარეობა, დადასტურდეს საქმიანობის ბიზნეს-გეგმებში და პროგრამებში შეტანილი ღონისძიებების შესრულების სისრულე.

დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება აუცილებელია საანგარიშო-საგადამხდელო დისციპლინის გაუმჯობესებისათვის.

წინამდებარე სტატიის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მართვის ეფექტურობა, მათი აღრიცხვის მეთოდების სრულყოფა საწარმოს  საქმიანობის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია.

დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვის მეთოდების გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციები შევიმუშავეთ სს „ქართული ლუდის კომპანია“-ს მაგალითზე.

სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთ-ერთი მსხვილი და წამყვანი საწარმოა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში. იგი შეიქმნა 2011 წელს. მისი ძირითადი საქმიანობაა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება. მისი პროდუქცია იყიდება საქართველოში და საზღვარგარეთ. კომპანიის მფლობელია შპს „მიქსორი“ (63,5%), შპს „ქართული სამრეწველო ჯგუფის ჰოლდინგი“ (24,1%), შპს „პსპ ფარმა“ (12,39%).

კომპანია აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით. საწარმოო პროცესის ხარისხი კონტროლდება მუდმივად და მკაცრად. კომპანია აწარმოებს ქართული ტრადიციული და უცხოური სახეობის ლუდს. მისივე მონაცემებით  ლუდის მოხმარების უდიდესი ნაწილი ქართულ ტრადიციულ ლუდზე მოდის, თითქმის მთელი მოხმარების 66,1%-ს შეადგენს. კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების მონაცემებით კომპანიის დებიტორულმა დავალიანებამ  2018 წელს შეადგინა 17,115 ათ.ლარი, 2019 წელს იგი გაიზარდა და შეადგინა 23,548 ათ.ლარი. ასევე გაზრდილია კრედიტორული დავალიანებაც, შესაბამისად 2018 წელს შეადგინა 10,270 ათ.ლარი, 2019 წელს - 13,036 ათ.ლარი. ამის პარალელურად აღსანიშნავია, რომ კომპანიას 2019 წელს წინა 2018 წელთან შედარებით შეუმცირდა ბალანსის მუხლი „ფული და ფულის ექვივალენტები და 2019 წელს მან შეადგინა 0,652 ათ.ლარი. ეს კი ადასტურაებს როგორც კომპანიის დებიტორული დავალიანების ზრდას, ასევე კრედიტორული დავალიანების ზრდასაც. ბუნებრივია, კომპანიაში ფულადი ერთეულების შემცირებამ გავლენა მოახდინა მის გადახდიუნარიანობაზე და კრედიტუნარიანობაზე.

კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მდგომარეობის შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ნაკლოვანებები:

  • · დებიტორული დავალიანების დაფარვის ვადების დარღვევა, დებიტორებთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის არ არსებობა;
  • · ვადაგადაცილებული კრედიტორული დავალიანების არსებობა, მომწიდებლებთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შესახებ ანალიტიკური მონაცემების არსებობა;
  • · საქვეანგარიშო თანხების დაბრუნების ვადების დარღვევა.

გამოვლენილი ნაკლოვანებების ძირითადი მიზეზია ის ფაქტი, რომ კომპანიაში გამოყენებული აღრიცხვის ავრომატიზირებული სისტემა სათანადო დონეზე ვერ უზრუნველყოფს ანალიტიკურ აღრიცხვას და დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის მდგომარეობის შესახებ ოპერატიული მონაცემების არსებობას, ასევე არასათანადო დონეზეა კონტროლი მათი დროულად დაფარვის მდგომარეობაზე.

დებიტორული დავალიანების დაფარვის ვადების დარღვევებთან, დებიტორებთან საქმიანობისა და ანგარიშსწორების მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის არარსებობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად საჭიროდ მიგვაჩნია:

  1. ცალკეულ რეგიონალურ სადისტრიბუციო კომპანიებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრის შექმნა (ცხრილი 1). ეს კომპანიას საშუალებას მისცემს აკონტროლოს დებიტორული დავალიანების დაფარვა რეგიონების მიხედვით, რამდენადაც აღნიშნულ რეგისტრში მოცემული ინფორმაცია საშუალებას მისცემს კომპანიას დააკვირდეს ანგარიშსწორების მდგომარეობას ყოველი საანგარიშო თარიღისათვის. ფულადი სახსრების შემოსვლის შეფერხების შემთხვევაში კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა დროულად მიიღოს ზომები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მიმართულებით და არ დაუშვას ვადის გადაცილება.

                                                                        ცხრილი 1

რეგიონთან ანგარიშსწორების აღრიცხვის ანალიტიკური რეგისტრი 

პერიოდი

 

დავალიანების

ნაშთი პერიოდის

დასაწყისში

გადატვირთული პროდუქცია

საანგარიშო პერიოდში

გადატვირთულ პროდუქ-

ციაზე მიღებული ანაზღაუ-

რება

დავალიანების ნაშთი პერი-

ოდის ბოლოს

დებეტი

კრედიტი

ანგარიშ-

სწორების ამონაწე-

რის

თარიღი

და ნომე-

რი

თანხა, ლარი

ბანკის ამონაწერის

თარიღი და

ნომერი

თანხა, ლარი

დებე-

ტი

კრედი-

ტი

სულ

ამონა-

გები

დღგ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომპანიაში ანგარიშსწორების აღრიცხვა რეგიონების მიხედვით წარმოებს საანგარიშო თვის ფარგლებში. ყოველი თვის დასასრულს თითოეული რეგიონის მიხედვით დგება ანგარიშსწორების აქტი, რომელშიც ფორმირდება თითოეული რეგიონიდან მისაღები ამონაგების თანხა. აქტის მონაცემები  დოკუმენტური საფუძველია წარსადგენი რეგისტრის ფორმირებისათვის.

  1. არაპროფილური სახის საქმიანობის მყიდველებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრის ფორმირება (ცხრილი 2).  არაპროფილური სახის საქმიანობის მყიდველებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრების წარმოებით ორგანიზაციას ეძლევა შესაძლებლობა ასახოს ინფორმაცია დებიტორული დავალიანების წარმოშობის და დაფარვის შესახებ თითოეული დებიტორის მიხედვით აღრიცხვის ობიექტის ჩვენებით, რომლის გამოც წარმოიქმნა დავალიანება. რეგისტრში ასახული ინფორმაცია არის ვალდებულების ვადაში დაფარვის და ორგანიზაციის დებიტორებთან მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობის კონტროლის საფუძველი.

მოცემული რეგისტრის ფორმირება რეკომენდირებულია განხორციელდეს ქონების არამატერიალური აქტივების, ფინანსური დაბანდებების, დაუმთავრებელი მშენებლობის ობიექტების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დებიტორებთან ანგარიშსწორების წარმოებისას.         

                                                                                ცხრილი 2

არაპროფილური სახის საქმიანობის მყიდველებთან ანგარიშსწორების

აღრიცხვის რეგისტრი

დებიტორის დასახელება

 

ხელშეკრულე-

ბის თარიღი და ნომერი

დავალიანების

ნაშთი პერი-

ოდის დასაწყისში

დავალიანება წარმოიქმნა არაპროფილური სახის

საქმიანობით

დებიტორული დავალიანების დაფარვა

დებიტორული დავალიანების

 ნაშთი პერი-

ოდის ბოლოს

დებეტი

კრედიტი

საფუ-

ძველი

სულ

ამონა-

გები

დღგ

საფუძ-

ველი

სულ,

ლარი

დებეტი

კრედიტი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1. მყიდველებთან და შემკვეთებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის კრებსითი რეგისტრის ფორმირება (ცხრილი 3). მყიდველების და შემკვეთების დებიტორული დავალიანების კრებსითი რეგისტრი იქმნება 1410 ანგარიშის „მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“ ბრუნვისათვის ინფორმაციის დაჯგუფებისათვის. რეგისტრი იხსნება საანგარიშო წელზე და მთელი წლის მანძილზე მასში შეიტანება ინფორმაცია ყოველთვიურად.

                                                                                               ცხრილი 3

მყიდველებთან და შემკვეთებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის კრებსითი რეგისტრი

პერიოდი

 

დებიტორული დავალიანება რეგიონებთან

ურთიერთობიდან, ლარი

დებიტორული დავალიანება არაპროფესიული

სახის საქმიქნობიდან, ლარი

 

ნაშთი პერი-

ოდის დასა-

წყისში

წარმოქმნა

 

დაფარვა

 

ნაშთი პერიოდის

ბოლოს

 

ნაშთი პერიოდის

დასაწყისში

წარმოქმნა

დაფარვა

ნაშთი პერი

ოდის ბოლოს

 

დებეტი

კრედიტი

დებეტი

კრედიტი

დებეტი

კრედიტი

 

დებეტი

კრედიტი

 

1

2

3

 

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანგარიშსწორების აღრიცხვის კრებსითი რეგისტრის წარმოება გვიჩვენებს მყიდველების და შემკვეთების, ასევე არაპროფილური სახის საქმიანობიდან წარმოქმნილი ვალდებულებების თანხის შესახებ მონაცემების აღრიცხვას. რეგისტრში ინფორმაციის დაჯგუფებით შესაძლებელია ვაკონტროლოთ დებიტორული დავალიანების ნაშთები თვის დასაწყისში და თვის ბოლოს, ვაკონტროლოთ მონაცემების მოძრაობა 1410 ანგარიშზე „მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“ საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკით ფორმირებული რეგისტრისა და აღრიცხვის მონაცემების საკონტროლო შედარების გზით.

ვადაგადაცილებული კრედიტორული დავალიანების არსებობასთან, მომწოდებლებთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შესახებ ანალიტიკური მონაცემების არსებობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრასთვის საჭიროდ მიგვაჩნია შეძენილი ფასეულობების, შესრულებული სამუშაოს, გაწეული მომსახურების, ასევე შენობის და მოწყობილობის იჯარით აღებასთან დაკავშირებულ მომწოდებლების მიმართ წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების ანგარიშსწორების  აღრიცხვის რეგისტრების სისტემის ფორმირება, რომელშიც ინფორმაცია დაჯგუფებული იქნება შემდეგი ნიშნებით: 

-  ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრები მატერიალური ფასეულობების შეძენაზე, მშენებლობის, რემონტის მომსახურებაზე, მოწყობილობის და მასალების შეძენაზე;

-  ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრები  კომუნალურ მომსახურებაზე - სააღრიცხვო მონაცემების ფორმირება საწარმოს წყალმომარაგებით, ენერგორესურსებით მომარაგებაზე გაწეულ მომსახურებაზე კრედიტორული დავალიანების მოძრაობაზე; 

-  ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრები იჯარაზე - ქონების სახელმწიფო იჯარაზე და მოწყობილობის ლიზინგზე ანგარიშსწორების ინფორმაციის ასახვა.

მშენებლობის და რემონტის მომსახურების მომწოდებლებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრის წარმოებით (ცხრილი 4) შესაძლებელია დაჯგუფდეს ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების მოძრაობის შესახებ 3110 ანგარიშზე „მოწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოშობილი ვალდებულებები“ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე, გაკონტროლდეს წარმოშობილი სესხის თანხები და მათი დაფარვის ანაგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვა. 

                                                                             ცხრილი 4

მშენებლობის და რემონტის მომსახურების მომწოდებლებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრი 

მომწოდებლის დასახელება

 

 

 

 

 

ხელშეკრულების თარიღი და

ნომერი

ნაშთი პე-

რიოდის

დასაწყისში

ანგარიშსწორება კაპიტალური მშენებლობის და რემონტის

მომწოდებლებთან

ნაშთი

პერიოდის

ბოლოს

დებეტი

კრედიტი

ვალდებულების წარმოქმნა

ვალდებულების დაფარვა

დებეტი

კრედიტი

 

საფუძველი

 

 

 

თანხა, ლარი

ბანკის ამონაწე

რის ნომერი და

თარიღი

 

თანხა,

ლარი

სულ

მათ შორის

სამუშაოს,

მომსახურების

ღირებულება

დღგ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოო-მატერიალური მარაგების და მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით მომწოდებლებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრის წარმოებით (ცხრილი 5) შესაძლებელია საწარმომ აწარმოოს ანალიტიკური აღრიცხვა შეძენილ საწარმოო-მატერიალურ მარაგებზე, ბრუნვისგარეშე აქტივებზე და მოწყობილობებზე, ოპერატიულად განსაზღვროს დაუფარავი ვალდებულებების ნაშთები.

                                                                                                            ცხრილი 5

საწარმოო-მატერიალური მარაგების და მოწყობილობების შეძენაზე   

 მომწოდებლებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრი 

მომწოდებლის დასახელება

ხელშეკრულების ნომერი და

თარიღი

ნაშთი

პერიოდის

დასწა-

ყისში

 

საწარმოო-მატერიალური მარაგების და მოწყობილობების შეძენაზე

ანგარიშსწორება

ნაშთი

პერიოდის

ბოლოს

 

დებეტი

 

 

კრედიტი

 

ვალდებულების წარმოქმნა

 

ვალდებულების

დაფარვა

დებეტი

კრედიტი

 

საფუძველი

 

 

 

თანხა, ლარი

ბანკის ამონაწერის ნომერი და თარიღი

 

იღი

 

 

თანხა, ლარი

 

 

 

სულ

 

თანხა, ლარი

საწარმოო-

მატერია-

ლური

მარაგები

მოწყო-

ბილობა

დღგ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რეგისტრში ფორმირებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა ჩატარდეს საკონტროლო შედარება ანგარიშების 1620 - „ნედლეული და მასალა“, 2160 – „ოფისის აღჭურვილობა“, 2150 – „მანქანა-დანადგარები“, რომლებიც ეკორესპოდენტებიან შესაბამის 3110 ანგარიშის ქვეანგარიშებს.                                                                                                         

ლიზინგის მომწოდებელთან ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრი საჭიროა შედგეს საანგარიშო თვეზე, რეგისტრში მონაცემები აისახება ცალკეული მომწოდებლის დასახელებით, რომლებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება ლიზინგზე.

მომწოდებელთან სალიზინგო გადასახდელის ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრის წარმოება (ცხრილი 6) საშუალებას აძლევს საწარმოს აწარმოოს ხელშეკრულებით გაფორმრბული ლიზინგის მომწოდებელთან ანგარიშსწორების ანალიტიკური აღრიცხვა, გააკონტროლოს გადასახდელების ნაშთები, თვალყური ადევნოს მიმდინარე ყოველთვიური სალიზინგო გადასახდელის დაფარვის ვადებს და სისრულეს.

ცხრილი 6

ლიზინგის მომწოდებლებთან ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრი 

მომწოდებლის დასახელება

ხელშეკრულების თარიღი

 და ნომერი

სახელშეკრულებო დავალიანების ნაშთი

პერიოდის დასაწყისში

დარიცხულია მიმდინარე გადასახდელი

დავალიანების დაფარვა მიმდი-

ნარე გადასახდელებით

სახელშეკრულებო დავალი-

ანების ნაშთი პერიოდის

 ბოლოს

 

საფუძველი

 

 

თანხა, ლარი

ამონაწერის თარი-

ღი და ნომერი

თანხა, ლარი

სულ

მათ შორის

 

სალიზინგო გადასხ-

დელი

დღგ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქვეანგარიშო თანხების გადახდის ვადების დარღვევებთან დაკავშირებული ნაკლოვანებების ლიკვიდაციისათვის საჭიროდ მიგვაჩნია შევქმნათ ანგარიშვალდებულ პორთა ანგარიშსწორების აღრიცხვის რეგისტრი (ცხრილი 7). ეს უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულ პირთან სახსრების დროულად დაბრუნებაზე ჯეროვან კონტროლს, რამდენადაც რეგისტრში ასახული იქნება საქვეანგარიშო სახსრების გაცემის და დაბრუნების თარიღი, ასევე მიმდინარე დებიტორული დავალიანება. თუ საანგარიშო თვის შედეგებით დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირს ერიცხება ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანება, ბუღალტერი გაანგარიშების მიხედვით ხელმძღვანელის სახელზე ადგენა ცნობას დავალიანების არსებობის შესახებ, რომლის განხილვის შედეგების მიხედვით მიიღება ღონისძიებები საქვეანგარიშო თანხების დაბრუნების ან დაკავების შესახებ.   

                                                              ცხრილი 7

ანგარიშვალდებულ პირთან ანგარიშსწორების ანალიტიკური

აღრიცხვის რეგისტრი 

 

მომუშავის სახელი და გვარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაშთი პერიოდის

დასაწყისში

გაცემულია საქვეანგარ-

იშოდ

საქვეანგარიშო თანხის ხარჯვა

გაცემულია უკან უკან დაბრუნებით

დაბრუნებულია

სალაროში

ნაშთი

პერიოდის

ბოლოს

დებეტი

კრედიტი

საფუძველი

 

 

 

 

 

 

 

თანხი, ლარი

 

 

 

 

 

 

 

 

საფინანსო

ანგარიშის თარიღი

 და

 ნომერი

სამივლინებო

ხარჯები

 

 

 

 

სამეურნეო

ხარჯები

საწარმოო-მატერია-

ლური მარაგების

 შეძენა

დღგ

დებეტი

კრედიტი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დებიტორული და კრედიტორული დავალიანების სრულყოფის წარმოდგენილი რეკომენდაციები საწარმოს შესაძლებლობას მისცემს:

-  მნიშვნელოვნად აამაღლოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ანგარიშსწორების ანალიტიკური აღრიცხვის ხარისხი;

-  უზრუნველყოს კონტროლი კრედიტორების წინაშე მიმდინარე ვალდებულებების დროულად დაფარვაზე და დებიტორებთან სახსრების დროულად ამაღლებაზე;

-  შექმნას ინფორმაცია კრედიტორული და დებიტორული დავალიანების მდგომარეობისა და მათი არსებობის შესახებ საანგარიშო პერიოდის ნებისმიერი თარიღისათვის;

-  დროულად მიიღოს ზომები კრედიტორული დავალიანების დაფარვის და დებიტორული დავალიანების ამოღების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საწარმოს აქტივების და პასივების სტრუქტურას.                                                                  

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ხარაბაძე ე., ფინანსური აღრიცხვა, სახელმძღვანელო, თბ. 2018, გვ. 325.
  2. ხორავა ა.,  კვატაშიძე ნ., სრესელი ნ.,   გოგრიჭიანი ზ., - ბუღალტრული აღრიცხვა: ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები, ფინანსური აღრიცხვა, რედ. რ. ძაძამია. გამომც. მერიდიანი, თბ. 2017, გვ. 605.
  3. Врублевский Н.Д. Управленческий учет издержек производства и себестоимости продукции в отраслях экономики: учеб. пособюдля вузов: М.: Бухгалтерский учет, 2004, ст. 376.